სახელშეკრულებო სამართალი

ჩვენ გთავაზობთ თქვენს ინტერესებზე მორგებული ხელშეკრულებების მომზადებას, რომლითაც თქვენი ბიზნესი სრულიად იქნება დაცული კონტრაჰენტებთან კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. მომსახურებაში შედის წინასახელშეკრულებო ეტაპზე მხარესთან მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულების ძირითადი და დამატებითი პირობების განსაზღვრა, მხარესთან ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შეთანხმება, ხელშეკრულების შედგენა და გაფორმება. საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრაცია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში, არსებული ხელშეკრულებების რევიზია და ანალიზი, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებზე კლიენტის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში.

This site is registered on wpml.org as a development site.