ჩვენ გთავაზობთ მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო იურიდიული მომსახურების სრულ პაკეტს. კერძოდ, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას. ასევე მიწის ნაკვეთის სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციაში დახმარებას. მომსახურებაში შედის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/მომზადება, განცხადებისა და სხვა აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, სარეგისტრაციო და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაცია.