ჩვენი იურიდიული ფირმა სთავაზობს მეწარმე/ბიზნეს სუბიექტებს სრულ იურიდიულ მხარდაჭერას გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველზე. კორპორატიული შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებსაც პერიოდულად, ხშირად ან მუდმივად ესაჭიროებათ იურისტის მომსახურება. შერჩეული კორპორატიული პაკეტის საშუალებით ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა იმ სამართლებრივი პრობლემის გადაჭრას, რომელიც აფერხებს თქვენი ბიზნესის სწორ და ეფექტურ მუშაობას. კორპორატიული შეთავაზება გულისხმობს ისეთი იურიდიული მომსახურების გაწევას, როგორიცაა: იურიდიული კონსულტაცია; ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შედგენა, გაფორმება, რევიზია რეგისტრაცია; მოლაპარაკებების წარმოება; ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობა და სხვა.