ეს ყოველივე გვეხმარება ჩვენ კლიენტებს გავუწიოთ უმაღლესი ხარისხის იურიდიული მომსახურება.
“GKG Law Group”-ის პარტნიორი, ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 9 წლიანი პროფესიული გამოცდილება, მათ შორის 5 წლიანი საადვოკატო პრაქტიკა. სულხანს გააჩნია იურისტად მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება. კერძოდ, 2013-2014 წლებში მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში. 2014-2015 წლებში იყო საადვოკატო ბიურო „კორძახია&ჟღენტის“ უმცროსი ადვოკატი ხოლო, 2015-2019 წლებში-თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი იურისტი. 2019 წლიდან არის იურიდიული კომპანია PLG-ს დამფუძნებელი პარტნიორი. სულხანის პროფესიული საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: სახელშეკრულებო სამართალი, სამშენებლო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალწარმოება, შრომის სამართალი და საკორპორაციო სამართალი. სულხანი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი.