საბანკო/საფინანსო სამართალი

ჩვენ გთავაზობთ იურიდიული მხარდაჭერის სრულ სპექტრს საბანკო და საფინანსო სამართლის მიმართულებით. ჩვენი უპირატესობა გამოიხატება შეთავაზებული მომსახურების მრავალფეროვნებაში. მომსახურებით სარგებლობა შეუძლია როგორც საბანკო სექტორის სუბიექტებს, ასევე ბანკებისგან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან დაზარალებულ პირებს. მომსახურებაში შედის:

  • საბანკო და მიკროსაფინანსო სუბიექტების დაფუძნება/რეგისტრაცია, მმართველობაზე და წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი ორგანოების ჩამოყალიბება/სტრუქტურიზება, ლიცენზიის მოპოვება.
  • კლიენტისთვის იურიდიული დასკვნების, ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება.
  • კლიენტის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ყველა ინსტანციის სასამართლოში, მესამე პირებთან ურთიერთობაში; კლიენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოლაპარაკებებში მონაწილეობა.

ჩვენ სრულ იურიდიულ მხარდაჭერას ვთავაზობთ ბანკებისგან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან დაზარალებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კერძოდ: სარჩელის, შესაგებლის, განცხადებისა და შუამდგომლობის მომზადებას; სასამართლოს სამივე ინსტანციაში წარმომადგენლობას; მოლაპარაკებებში მონაწილეობასა და სხვა საჭირო სამართლებრივ  დახმარებას.

This site is registered on wpml.org as a development site.