ჩვენი იურიდიული ფირმა გთავაზობთ სააღსრულებო სამართლის მიმართულებით მაღალკვალიფიციურ იურიდიულ მხარდაჭერას: აღრსულების ეროვნულ ბიუროსთან და კერძო აღმასრულებლებთან კომუნიკაციას, თქვენს წარმომადგენლობას; აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას/რეგისტრაციას; თქვენს სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის ხელმძღვანელობას, სასურველი შედეგის მიღწევას უმოკლეს ვადებში. ჩვენ გავაკონტროლებთ გამარტივებული აღსრულების პროცედურის მიმდინარეობას და უზრუნველვყოფთ მის ეფეტურ განხორციელებას თქვენი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.